LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავმა საერთაშორისო რეისის შესრულება უცნაური ფოტოების გამო შეწყვიტა

45
Screenshot 2022-05-12 134428

თვითმფრინავი რეისით – თელ-ავივი სტამბოლი, რომლის ბორტზეც 150-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, იძულებული გახდა სადგომზე დაბრუნებული. გამოცემა Simple Flying-ის ინფორმაციით, კაპიტანმა ასეთი გადაწყვეტილება რამდენიმე ფოტოს გამო მიიღო.

ლაინერი საფრენ ბილიკზე გადაადგილდებოდა, ის-ის იყო უნდა აფრენილიყო, როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა უცნობი ნომრისგან უცნაური შეტყობინებები მიიღო. მესიჯებში ავიაკატასტროფების ამსახველი ფოტოები იყო გამოგზავნილი და რეისის ეკიპაჟმა ეს ყველაფერი ტერაქტის მუქარად აღიქვა.

ბორტი სადგომზე დაბრუნდა, უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი დეტალურად შეამოწმა და სტამბოლის რეისი მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა.

საბედნიეროდ, ფრენამ მშვიდად ჩაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები