LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა ახმეტაში – 3 წლის ბავშვმა, რომელიც ბებიასთან იზრდებოდა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა

1518
პოლიცია

უბედური შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში – 3 წლის ბავშვმა, თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა.

თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი შემთხვევის დროს დასთან ერთად იმყოფებოდა.

მცირეწლოვანი და-ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან იზრდებოდა, რადგან სოციალურმა სამსახურმა ალკოჰოლზე დამოკიდებულების და და არასათანადო პირობების მიზეზით დედ-მამას მშობლის უფლება შეუზღუდა, მცირეწლოვნების მეურვეობა კი ბებიას დააკისრა.

„შემთხვევის დროს ბავშვები თამაშობდნენ. პატარა ბიჭს მაშინ დაულევია წამალი. ყველაფერს ეცადნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს“, – ამბობენ ადგილობრივები.

მცირეწლოვანი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც “ფორტუნას” იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მცირეწლოვანი 4 აპირლს გარდაიცვალა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g