ქობულეთში ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს, 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.