LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიშვიათეს დაავადებასთან ბრძოლის ფონზე, სელინ დიონი წითელ ხალიჩაზე ვაჟთან ერთად გამოჩნდა

225
page

სელინ დიონი თავისი დოკუმენტური ფილმის, I Am: Celine Dion პრემიერაზე თავის შვილთან, 23 წლის რენე-ჩარლზთან ერთად გამოჩნდა. 55 წლის ლეგენდარული მომღერალო, რომელიც უიშვიათეს დაავადებას ებრძვის, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

მან ამ დღეს თეთრი, გრძელი კაბა მოირგო, რომელსაც კისერზე ბაფთა ამშვენებდა.

ცნობისთვის, დიონი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, საჯაროდ თითქმის არ ჩნდება. მიზეზი მისი დიაგნოზი – გაშეშებული ადამიანის სინდრომია (Stiff Person Syndrome), რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ის მილიონში ერთს ემართება. მისი სენსაციური დაბრუნება მაისში შედგა, როდესაც მან  ფრანგული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანი დაამშვენა.

„თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“ – ნახეთ სელინ დიონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სულისშემძვრელი თრეილერი

,,დიდი დაბრუნება” – სელინ დიონი Vogue-ისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები