LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკონკურენტო და სრულყოფილი“ – ტინა კუნაკმა იმიჯი შეიცვალა

285
page

ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის განშორების ამბავი უკვე წელიწადზე მეტია ბურუსით არის მოცული. კასელს ახლა ახალი გულის სწორი, ნარა ბაპტისტა ჰყავს. ტინა კი არ ერიდება ინსტაგრამზე სხვადასხვა მამაკაცებთან გადაღებულ ფოტოების გავრცელებას.

ტინა კუნაკს ახალი ბიჭი ჰყავს? – ვენსან კასელის ექს-მეუღლე ფოტოების სერია ავრცელებს

ამჯერად 26 წლის მოდელი ახალი იმიჯით გამოჩნდა. მან ვარცხნილობა შეიცვალა და წინამო შეიჭრა. მისი ვიზუალის ცვლილება არ დარჩა შეუმჩნეველი ინსტაგრამ გამომწერების მხრიდან.

„უკონკურენტო და სრულყოფილი“, „ყველაზე ლამაზი“, – წერენ კომენტარებში.

სხვათა შორის, მოდელი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამოდელო საქმიანობაში. ის პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს აქტიურად სტუმრობდა და ჩვენებებშიც იღებდა მონაწილეობას.

მანამ, სანამ ვენსანი რიოს კარნავალზე ექს-ცოლის ორეულთან ატარებს დროს – ტინა კუნაკის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები