ჯეი ლო და მისი 16 წლის ქალიშვილი, ემმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ამ დღეს ჯეი ლოს თავისუფალი სტილის შარვალი და თეთრი მაისური ამშვენებდა, თითზე კი კვლავ ეკეთა ქორწინების ბეჭედი.
რაც შეეხება თინეიჯერ გოგონას, ის როგორც ყოველთვის ანდროგენულ სტილში იყო გამოწყობილი. ემმა, რომელიც ჯეი ლოს მარკ ენტონისგან ჰყავს, მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მისი ჩაცმულობა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. გამონაკლისი არც მისი უახლესი გამოჩენა გახლდათ.
„უკვე დროა, შენს ქალიშვილსაც მიხედო“, „მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“, – არ წყდება კომენტარები.
„გოგოა თუ ბიჭი?“ – ჯეი ლოსა და მისი 16 წლის ქალიშვილის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ჯეი ლო ბენ აფლეკთან განშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე პირველ კომენტარს აკეთებს
რაც შეეხება ჯეი ლოსა და ბენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ახლახან ცნობილი გახდა, რომ მათ ყველასგან ფარულად დაიქირავეს უძრავი ქონების აგენტი და გასაყიდად გაიტანეს ბევერლი-ჰილსზე მდებარე, 60 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომელიც შარშან შეიძინეს.