LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე თვალსაჩინოა სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის – მარინა ეზუგბაია

241
BeFunky-collage (4)

“უკვე თვალსაჩინოა სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 246-ია.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 6 ახალი შემთხვევიდან 4 საკარანტინო ზონიდანაა, ისინი ცნობილი კლასტერებიდან არიან. ორის წყაროს დადგენა კი ჩაღრმავებული კვლევით მიმდინარეობს. ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტები არ შესულან.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 419-ია.

უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება – ინგა მამუჩიშვილი

ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს, ასევე მიიღეს 4 საეჭვო შემთხვევა, რომელიც დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ და მიმდინარეობს მათი კვლევა. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მძიმე პაციენტია, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, იმ 23 პირიდან, რომლებსაც ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდათ, 9 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საერთო ჯამში, საქართველოში ვირუსისგან უკვე 419 ადამიანი განიკურნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g