LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულტიმატუმების ნაცვლად კომპრომისების ძიების დროა, თუკი შეუძლებელს იტყვიან ჩვენი ოპონენტები, შეთანხმება არ შედგება: პაპუაშვილი

72
შალვა პაპუაშვილი

“პრინციპი არის საქართველო, სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული მოთხოვნები და ულტიმატუმები პრინციპი არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით, მათ მოუწევთ დიალოგის და მედიაციის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები.” – უმრავლეოსბის წევრი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასტან დიალოგის პროცესზე საუბრობს და აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ყველა ქმედებით კონსტრუქციულობას აჩვენებს.

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით: “თუკი შეუძლებელს იტყვიან ჩვენი ოპონენტები, მაშინ შეთანხმება არ შედგება”. 

შალვა პაპუაშვილი მიესალმება შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩენას და ამბობს, რომ “ქართული ოცნების განწყობა იგივეა – ხელისუფლების შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს:

“სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა და მას დაგეგმილი ჰქონდა ბრიუსელში გამგზავრება, თუმცა, კარგია, რომ იფიქრა, შეთანხმება შესაძლებელია და დღეს ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს. რაც შეეხება ჩვენს განწყობას, გუშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ოპოზიციის მოთხოვნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დიალოგის და მედიაციის პროცესში მოუწევს დაფიქრდეს, რა არის მათი კომპრომისები:

“პრინციპი არის საქართველო, სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული მოთხოვნები და ულტიმატუმები პრინციპი არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით, მათ მოუწევთ დიალოგის და მედიაციის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები. ულტიმატუმების ნაცვლად კომპრომისების ძიების დროა. ყველა მიდის კომპრომისზე და შეთანხმებაზე, მთავარია ყველა დაფიქრდეს კომპრომისი რა არის.” – თქვა პაპუაშვილმა.

პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრის დროს კი აღნიშნა:

“ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ “ქართული ოცნება” იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის.

ვინ გაემგზავრა ბრიუსელში პრემიერთან ერთად – პირველ შეხვედრას ღარიბაშვილი შარლ მიშელთან გამართავს