ვატო ნაცვლიშვილის და ნინო ცქიტიშვილის შვილი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
თაკო ნაცვლიშვილი Instagram-ის საკუთარ გვერდზე, სოლიდარობის ნიშნად აქვეყნებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიმართვას, რომელშიც ის აღნიშნავს: „კანონი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ, და აშორებს საქართველოს ევროკავშიორისგან“. ამასთან, თაკო ნაცვლიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს.
თაკო ნაცვლიშვილის Instagram სთორის ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ვატო ნაცვლიშვილს მიმართავს:
„ლამაზი, დიდებული, საამაყო. ეს გოგო-ბიჭები გადაგვარჩენენ ჩვენ. ვატო, უმაგრესი შვილი გყავს“, – წერს ინგა გრიგოლია.
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა