LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმშვენიერესი ნიკოლ კიდმანის პიკანტური „ლუქები“ W magazine-თვის

122
page

ნიკოლ კიდმანმა თავისი ახალი, საკმაოდ სკანდალური ფილმის, „პატარა გოგოს“ პრემიერების ფონზე, გამოცემა W magazine-სი გარეკანი დაამშვენა. 57 წლის მსახიობს მთავარ ფოტოზე შავი, პიკანტური თეთრეული ამშვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ვარსკვლავი „ინსტაგრამზე“ აშკარად გააქტიურებულია.

როდესაც ქალი ენერგიას ასხივებს – 57 წლის ნიკოლ კიდმანი პროფესიონალურ საცურაო კოსტიუმში შეუდარებლად გამოიყურება

ცნობისთვის, კიდმანმა ზემოთხსენებული ფილმისთვის, „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია დაიმსახურა კატეგორიაში, „საუკეთესო მსახიობი ქალი“.

რაც შეეხება ფილმს, ეს გახლავთ ჰალინა რეინის ეროტიკული თრილერი. კინოსურათის, პრეზენტაცია „ვენეციის კინოფესტივალზე“ შედგა და 6 წუთიანი ოვაციებიც დაიმსახურა. ნიკოლს პარტნიორობას ჰარის დიკინსონი უწევს. ფილმის სიუჟეტი მაღალი რანგის აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ტრიალებს, რომელიც საგრძნობლად ახალგაზრდა, მომხიბვლელ სტაჟიორთან აკრძალულ რომანს იწყებს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავურ წყვილს შორის, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ასაკობრივი სხვაობაა. კიდმანი 56-ის, ხოლო დიკინსონი 27 წლისაა.

ფოტო/ვიდეო: ნიკოლ კიდმანმა ზამთარში გაზაფხული მოიყვანა – 57 წლის მსახიობი ფილმის, პრემიერაზე ზღაპრულად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები