LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი“ – ზელენსკის წერილი 

236
ზელენსკი და ბუბა კიკაბიძე

„უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას“, – ამის შესახებ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის კულტურის მინისტრმა, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

ალექსანდრე ტკაჩენკომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა წაიკითხა:

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

დიდი ხელოვანის, დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო.

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

„როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს“ – უკრაინის კულტურის მინისტრი

ტკაჩენკომ, რომელიც საქართველოში ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, ეს მიმართვა ქართულად წარმოთქვა.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად.

ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.“– წერს ზელენსკი წერილში.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები.

ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g