პოლიტიკამ გადაფარა კოვიდ-19. არადა ვირუსი არსად წასულა, ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კავკასიძე აცხადებს.
„პოლიტიკამ გადაფარა კოვიდ-19. არადა ვირუსი არსად წასულა და ძალიან მალე შეგვახსენებს თავს.
UNICEF -ის ინფორმაციით, საქართელოს კოვიდ-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთ მწარმოებელთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
როგორც სჩანს კოვაქსის იმედად ვართ, რომ რამე გვერგება.
თებევრლის ბოლოს ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინა რომ უნდა შემოსულიყო, რომლისთვისაც მაცივრები გაამზადეს, გზაშია თუ “გადაგდებულები” ვართ?“, – წერს სოციალურ ქსელში ქართულ-ამერიკული ცენტრის ,,რეპროარტი“ კლინიკური განვითარების მენეჯერი გიორგი კავკასიძე.
შეგახსენებთ, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა სავარაუდოდ ერთი კვირით გადაიდო.