ბოლო დროს ბენ აფლეკი ფოტოგრაფების ობიექტივში თითქმის ყოველდღე ხვდება. მედია ელოდება, როდის გამოჩნდება ის ჯენიფერ ლოპესთან ერთად. წყვილის შესაძლო განქორწინება ამ დრომდე ტაბლოიდების მთავარი თემაა.
როგორც ჩანს, ბენ აფლეკი პაპარაცებს დიდად არ უშინდება, რადგან ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება. ამჯერად მსახიობი და რეჟისორი ვაჟთან, სემთან ერთად გადაიღეს.
მამა-შვილი ფოტოგრაფებმა ბიზნეს-ცენტრიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. სემი საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ მამას, როგორც ვიზუალურად, ასევე მანერებით და ეს ყველა ფოტოზე შესამჩნევია.
კრიზისი გადალახულია? – ბენ აფლეკი უჩვეულოდ ბედნიერია – რას წერს მედია