„სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურად ვისთან დაწყვილდება, ვერ გეტყვით – მელიასთან დაწყვილდება, გახარიასთან იცეკვებს ტანგოს თუ ხაზარაძესთან – ქართულს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველივე ამას ქართული პოლიტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს:
„რა თქმა უნდა, მათი პატრონები შეეცდებიან, რომ ზურაბიშვილი, გახარია, ლომჯარია, „ლელო“ გააერთიანონ და „ნაცმოძრაობა 2“ ჩამოაყალიბონ, თუმცა, უფრო ზუსტად ეს ტანდემები როგორ გადანაწილდება, ამას მათი პატრონები გადაწყვეტენ“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.