LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგიჟდები კეიტზე და ვხედავ, რაოდენ სასტიკები არიან ადამიანები“ – ბრიტნი სპირსმა კეიტ ბეკინსეილი საჯაროდ დაიცვა

227
page

ბოლო პერიოდში, კეიტ ბეკინსეილს ხშირად აკრიტიკებენ ასაკთან შეუსაბამო ჩაცმულობის გამო. ცოტა ხნის წინ 50 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც წელს ზემოთ შიშველი პოზირებს, თავზე კი დიდი ზომის შავი ბაფთა უკეთია. სწორედ ეს გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი.

კოლეგა, არც მეტი, არც ნაკლები პოპის პრინცესამ, ბრიტნი სპირსმა დაიცვა, რომელიც თავადაც ხშირადა ყოფილა კრიტიკის ობეიქტი პიკანტური „ლუქების“ გამო.

„ვგიჟდები კეიტზე და ვხედავ, რაოდენ სასტიკები არიან ადამიანები. ის უკვე 50 წლისაა და საოცრად გამოიყურება. თავზე ბაფთას რომ ატარებს, ეს ხომ საოცარია. თქვენ მოგმართავთ, ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერთ ხოლმე, რაიმე კარგი გაგიკეთებიათ?“ – ასე გამოექომაგა 42 წლის ეპატაჟური არტისტი კეიტ ბეკინსეილს.

„ნუ გახდები პლასტიკური ქირურგიის მორგი მსხვერპლი“ – კეიტ ბეკინსეილის ახალმა ფოტო კრიტიკა დაიმსახურა

ფოტო/ვიდეო: 42 წლის ბრიტნი სპირსი სრულიად გაშიშვლდა – პოპის პრინცესას ტროპიკული არდადეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები