გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ ანა შამილაძესთან საუბრისას აჩიკო ბერიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წასვლაზე სულ ფიქრობდა.
აჩიკო ბერიძე:
„სადაც ვარ, ზუსტად ვიცი, რატომ ვარ, რადგან ასე მჯერა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო მართალი. სხვანაირად არ შემიძლია, ვერ ვითამაშებ.
ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაინც პოლიტიზებულები ვართ. მინდოდა თუ არა, მაინც ჩართული ვიყავი ამ პროცესში. შინაგანად ყოველთვის ველოდებოდი დროს, ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე სამყარო ასე არ დამტოვებდა. ზოგჯერ ვერთვებოდი აქტიურად, ზოგჯერ უფრო სიმღერაზე ვიყავი ორიენტირებული. ისეთ დროს მოვიდა, საერთოდ არავინ მეხვეწებოდა, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. ისეთი აგრესია დამატყდა თავს, მაგრამ არ მაქვს რეაქცია. სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ ვექცევი, იმიტომ კი არა, რომ პატივს არ ვცემ… რომ გავჩერებულიყავი, უხერხულად ვიგრძნობდი თავს…
როგორ დათმე, ეს ყველასთვის საყვარელი რომ იყავი?
შენც დამეხმარე, მაგრამ მგონია, რომ არ დამითმია. ჩემი სიმართლე მაქვს. ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი სათქმელი უთქვამთ ბათუმელებს. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია…“