LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აღმოაჩინე ბათუმი“ – Turkish Airlines აჭარას ვიდეორგოლს უძღვნის

120
200698563-3057635587842714-8420796777756628914-n

„აღმოაჩინე ბათუმი“ – ამ სათაურით ვიდეორგოლს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მიერ არის მოზადებული. მასში აქცენტი ბათუმის ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებზე, ზღვასა და აჭარულ სამზარეულოზეა გაკეთებული.

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისიდან გაიხსნა. წელს, რზღვაზე დასვენებასთან ერთად, რეგიონი სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს, მათ შორის იქნება: კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები