LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე..“ – ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილზე

459
Untitled design (1)

გადაცემა „სხვა ნანუკას“ მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სტუმრობს, სადაც ცხოვრების რთულ მომენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლის სიახლოვეს ახლა ყველაზე მეტად გრძნობს.

გადაცემის ანონსს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show“ აქვეყნებს.

„ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე..“ – აცხადებს ნათია ბანძელაძე გადაცემის ანონსში.

ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. მსახიობი უკანასკნელ წლებში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.

ნათია ბანძელაძე: „სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ იცოდა? ახლაც იცის..ყველა ნაბიჯზეა, დღე არ გავა მასზე სიკეთით და სიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ, სრულიად უცხო ადამიანებმა!“

„ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული.. ისევ „ვთამაშობთ“ და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას“ – ნათია ბანძელაძის ემოციური სტატუსი

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო.. სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ“ – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები