ტენერიფეში, Cook Music Fest-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე, ჯეი ლომ ისეთი ცეცხლი დაატრიალა სცენაზე, როგორიც ჯერ არასდროს. ეს გახლდათ პერფორმანსი, რომლის დროსაც ჯეი ლომ მამაკაც პარტნიორებთან ერთად ულტრა-სექსუალური ცეკვა შეასრულა და მისი თითოეული მოძრაობა თითქოს მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულის, ბენ აფლეკის მიმართ იყო მიმართული.
„ამ შოუს ჰქვია, ბენ, შემხედე“, „შურისძიების შოუ“, „სცენაა თუ საძინებელი?“, „ეს ქალი სულ გაგიჟდა“, „ჯეი ლო ბენ აფლეკს აჩვენებს, თუ რა აღარ ეღირსება მას აღარასდროს“, – არ წყდება კომენტარები.
აღსანიშნავია, რომ ეს ცეცხლოვანი წარმოდგენა არტისტმა მას შემდეგ გამართა, რაც მან „შურისძიების სიმღერა“ გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, მას ღამით, უძილობისას მოაფიქრდა.
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა
ვიდეოები წარმოდგენიდან ჯეი ლომაც გაავრცელა „ინსტაგრამზე“.
„სახელი ტორტზე წერია – დღეს ჩემი დაბადების დღეა!
ახალი სიმღერა BIRTHDAY გამოდის ამ ხუთშაბათს. მზად ხართ აღსანიშნავად“, – ასე დაასათაურა ვიდეო არტისტმა, რომელსაც 24 ივლისს, 56 წელი უსრულდება.
ვიდეო: ჯეი ლომ პირდაპირ სცენაზე განაცხადა, რომ აღარასდროს გათხოვდება






