აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფიო ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის კადრებს ასახავს.
საღამოზე, მომღერალმა ნინი შერმადინმა სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ შეასრულა, რომელიც იქ მყოფი ადამიანებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო და ცრემლები ვერ შეიკავეს.
„ასე დასრულდა ეს შეხვედრა გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან❤️მადლობა ნინი შერმადინს ამ გულიანი და არაჩვეულებრივი შესრულებისთვის 🙏🏻❤️ David Khorguashvili უდიდესი მადლობა თქვენ ამ დიდი საქმისთვის 🙏🏻 რომელსაც ასე ჩუმად და აფიშირების გარეშე აკეთებთ. დიდი პატივისცემა თქვენ ჩემგან🙏🏻🇬🇪❤️
ნუ ერთი სიტყვით საოცარი საღამო გამოვიდა ❤️ ბევრი ცრემლით და ემოციით სავსე. ამ ბიჭის ცრემლებმა ხო მომცელა საერთოდ 😭 უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის 🙏🏻 კიდევ ირიცხება თანხები, დაველოდები ხვალამდე და ყველას გადავცემ უკლებლივ 🙏🏻❤️ მიყვარხართ ჩემო ქართველებო ❤️ #დიდებაგმირებს 🙏🏻“, – წერს სოფიო ასათიანი.