LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი სიყვარული, ისევე როგორც ბევრი თაფლი მომწამვლელია…“ – რას ამბობს ფსიქოთერაპევტი, ილია ნიკაჭაძე

486
ილია ნიკაჭაძე

„ზრუნვის სიჭარბე ბავშვში იწვევს ისეთივე უარყოფით შედეგებს, როგორც ზრუნვის დეფიციტი“, – საკითხზე ფსიქოთერაპევტმა, ქოუჩმა, ილია ნიკაჭაძემ პოდკასტში, „მამების დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, „ბევრი სიყვარული, ისევე როგორც ბევრი თაფლი მომწამვლელია“.

„როდესაც 5 თვის ბავშვზე ასე ვართ ფოკუსირებული მთელი ოჯახი, ამას არა უშავს, რადგან ის პატარაა, ინფანტილურია და არაფერი არ შეუძლია, თუმცა 10 წლის ბავშვზე ასე რომ ვართ, უკვე ზედმეტია და ამით მას არასწორ აღქმას ვუჩენთ ურთიერთობებისას.

მაშინ კითხვაა, როგორ მოვიქცეთ მასთან? – უნდა ვიყოთ ასე, რომ მე მაქვს ჩემი საჭიროებები, რომელზეც ვზრუნავ და ვიკმაყოფილებ, მაგრამ არ მავიწყდება შენი საჭიროებებიც.

როდესაც შევდივართ რესტორანში, გვაქვს ასი ლარი და მხოლოდ ბავშვს ვუყიდო ყველაფერი და მე დავრჩე მშიერი, ეს არ არის კარგი მოდელი, რადგან ამით ბავშვი სწავლობს, რომ ყველა ზედ გადაჰყვება, რაც რეალობა არ არის.

ასე გავაკეთოთ – მოდი ჯერ მან აირჩიოს კერძი, მერე შენ აირჩიე და როგორც გვეყოფა ბიუჯეტი, ისე მივირთვათ. ამით ბავშვი სწავლობს თანასწორ ურთიერთობას, როდესაც რაღაცას იღებს, რაღაცას გასცემს და რაღაცას თმობს…

მუდამ „მე“ არის ნარცისული და ეგოცენტრული… ზრუნვის სიჭარბე ბავშვში იწვევს ისეთივე უარყოფით შედეგებს, როგორც ზრუნვის დეფიციტი.

ბევრი სიყვარული, როგორც ბევრი თაფლი… მომწამვლელია“ – ამბობს ნიკაჭაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g