LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ჩემი უამრავი მეგობრის მიმართ სულ მე ვიყავი ვალდებული, რომ რაღაცა გავაკეთო, სულ კაი ხასიათზე უნდა ვიყო, სულ უნდა გავართო… არავის არასდროს არ უკითხავს, იქნებ შენ რაღაცა გადარდებს” – ზალიკო ბერგერის ემოციური განცხადება

532
BeFunky-collage (9)

ცხოვრებაში ბევრი რამ მაწუხებს, ყველას ჰგონია, რომ სულ იცინის, კარგად გამოიყურება, რადგან არაფერი ადარდებს, არადა შეიძლება ძალიან ელემენტარულზე ვინერვიულო, – ამის შესახებ ზალიკო ბერგერმა გადაცემაში “ნოესთან” ისაუბრა.

როგორც აღნიშნა, პანდემიის დროს, როდესაც ბევრ ადამიანს მოუწია იზოლაცია და საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, ბევრი რამ გადააფასა.

“საერთოდ ყველაფერი გადავაფასე, საკუთარი თავი… ჩემი უამრავი მეგობრის მიმართ სულ მე ვიყავი ვალდებული, რომ რაღაცა გავაკეთო, სულ კაი ხასიათზე უნდა ვიყო, სულ უნდა გავართო… არავის არასდროს არ უკითხავს, იქნებ შენ რაღაცა გადარდებს.

დიდი ხანია ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი ვალდებულებაში გადავიდა. როდესაც მარტოდ დავრჩი, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ფუნქცა მაკისრია. ამერიკაში მითხრა ერთმა ფსიქოლოგმა, რომ მეგობრებზე გადაყოლა ფსიქოლოგიური მომენტიაო, ფიქრობ, განიცდი რაღაცეებს, ალბათ, დედისერთობიდან მოდის”,- აღნიშნა ზალიკო ბერგერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g