მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე, ლორენ სანჩესი ესპანურ კურორტ იბიცაზე იმყოფებიან. სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ ერთობიან ბეზოსი და სანჩესი ლეგენდარულ ღამის კლუბში DC10. ისინი ენერგიულად ცეკვავენ მუსიკის ფონზე.
„ჭკუიდან შეშალა და თინეიჯერობა დაუბრუნა!“, „ბედნიერებას ასაკი არ გააჩნია“, „სამაგალითო წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, წყვილთან ერთად იმყოფებიან მათი ახლო მეგობრები, ლეონარდი დიკაპრიო და მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი.