LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეიდან აქ ვარ, არავისი მეშინია, წამებასთან გათანაბრებული იყო, როდესაც აქციებს საწოლზე მიჯაჭვული ვუყურებდი, წლებია, ეპიცენტრში ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი დემონსტრაციული სისასტიკე არ მახსენდება“ – მარიამ გაფრინდაშვილი

242
მარიამ გაფრინდაშვილი

„დღეიდან ვარ აქ, არსად წასვლას არ ვაპირებ, არავისი მეშინია – არც „ტიტუშკების“, არც მოძალადე პოლიციელების, არც რობოკოპების“, – აცხადებს 29 ნოემბერს, აქციაზე დაშავებული „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც 10-დღიანი ინტერვალის შემდეგ, სამუშაო სივრცეს დაუბრუნდა.

აქციაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

ვიდეოში, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს, მარიამი მომხდარს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს ყველაფერი ფიზიკურ ტკივილზე მეტად, მორალურად იყო მძიმე, რადგან, მისი სიტყვებით, ქვეყნისთვის რთულ დროს, კოლეგებისა და მოქალაქეების გვერდით არ იდგა.

„მარიამ გაფრინდაშვილს  ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში“ – ინგოროყვას კლინიკის ექიმი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„2008 წლის შემდეგ ჟურნალისტი ვარ, ამხელა წყვეტა არასდროს მქონია, თან როცა ქვეყანაში ასეთი ამბავი ხდება. წამებასთან გათანაბრებული იყო, როდესაც აქციებს, კოლეგებს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, პრაქტიკულად, საწოლზე მიჯაჭვული ვუყურებდი, იმიტომ, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი.

წლებია, ეპიცენტრში ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი დემონსტრაციული სისასტიკე მართლა არასდროს არ მახსენდება. გონზე მოვედი სასწრაფოში, რომელიც არ მახსოვს სად იდგა… იმ დღეს აქ იდგა ძალიან ბევრი სპეცრაზმი, რობოკოპი და კრიმინალური პოლიცია.

დღეიდან ვიმუშავებ ყოველდღე და გავაშუქებ ამბებს და ამ ადგილს, სადაც ამ ქვეყნის ისტორია იწერება. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეც, ისედაც ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიდგე. ფიზიკურ ტკივილზე მეტად, ჩემთვის ეს ყველაფერი მორალურად იყო მძიმე – არ შემეძლო აქ მემუშავა, მით უმეტეს, ჩემმა კოლეგებმა და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უმძიმესი დღეები გადაიტანეს“, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

„კარგად ვიქნებით ორივე“ – აქციაზე დაშავებული ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი სამედიცინო დაწესებულებიდან გურამ როგავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g