მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მელიტა ფურცელაძე ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ოდას“ კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც მომღერლებმა ლევან კბილაშვილის თანხლებით სიმღერა შეასრულეს.
„დღეს კლინიკაში მიმავალ გზაზე რატომღაც ინსტინქტურად სალომემ რადიოს ხმას მოუმატა და თითქოს სპეციალურად,დენმა დამარტყა, ამ ხნის მანძილზე პირველად მოვისმინე ლევანიკოს ნამღერი რადიოს ერთ-ერთი ეთერიდან. მომენტალურად გათიშა, მაგრამ ვთხოვე აუწიე-თქო. ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი.
სახლში დაბრუნებულმა ეს ვიდეო ვნახე.
რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი… რა ქნა, როგორ იცხოვრა, როგორ შეიყვარა ამდენი ადამიანი და როგორ შეაყვარა თავი ამდენ ადამიანს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხვედრის საშუალება.
ეს ბიჭები კი პეტერბურგში გაიცნო. მის მერე დღემდე ლევანიკო მათთან ერთადაა.
მადლობა ბიჭებო 🎤 მადლობა იმისთვის, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, რასაც ადამიანობა ჰქვია, რასაც მეგობრობა ჰქვია. ამ ყველაფერს ფასი არა აქვს ჩემთვის შეუფასებელია თქვენი და ყველა იმ ადამიანის სიყვარული ჩემი შვილის მიმართ, ვისთვისაც ლევანიკო ისევ აქ და ჩვენთან, ყველა თქვენთაგანის გვერდით არის.
გაიხარეთ. გულით დაგლოცავთ ლევანიკოს და ყველა თქვენთაგანის დედა“, – წერს მელიტა ფურცელაძე.