LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეკლესიაში, მისი უწმინდესობისგან, პირველ რიგში, რაც ვისწავლე, ეს არის, თუ რას ნიშნავს თავმდაბლობა… თუ თავმდაბალი ხარ, ვერაფერი წაგაქცევს“ – რუსუდან ფეტვიაშვილი

205
რუსუდან ფეტვიაშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის – „სასწაულის ძიებაში“ გასული ეპიზოდის სტუმარი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი იყო.

გადაცემაში მხატვარმა საკუთარ ცხოვრებაზე – ბავშვობაზე, მხატვრობასა და განვლილ კარიერულ გზაზე ისაუბრა. ამასთან, რუსუდან ფეტვიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქისგან მთავარი – თავმდაბლობა ისწავლა.

„არავის არ უნდა ეგონოს, რომ რამეს წარმოადგენს. ეკლესიაში, სინამდვილეში, მისი უწმინდესობისგან, პირველ რიგში, რაც ვისწავლე, ეს არის – რას ნიშნავს თავმდაბლობა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თავმდაბალი ვარ, უბრალოდ, მუდმივად ვცდილობ, არ დამავიწყდეს, რას ნიშნავს თავმდაბლობა. როგორც კი თავმდაბლობა გაკლდება, მიწა გეცლება და ძალიან ადვილად წაიქცევი. თუ თავმდაბალი ხარ, ვერაფერი წაგაქცევს. შენ იცი, რომ ღვთის წინაშე ჯავშანი არ გაქვს და ღმერთმა იცის, რას წარმოადგენ. რაც ხარ, ის ხარ, ანუ თავმდაბალი ადამიანი ვერ წაიქცევი…

[ადრეულ ასაკში წარმატების მიღწევის დროს] მშობელმა უნდა დაიცვას ბავშვი, რომ არ გამოცარიელდეს. ბავშვს რომ საკუთარი თავი რაღაც ეგონება, იქ უკვე დასრულებულია“, – აღნიშნავრ რუსუდან ფეტვიაშვილი.

„მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ“ – რუსუდან ფეტვიაშვილი ილია მეორეზე

div class=”fb-video” data-href=”https://www.facebook.com/reel/1490773312745670/” data-width=”” data-show-text=”false”>
magti 5g