გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის გრანდიოზული ქორწილიდან ერთი წელი გავიდა. ისინი კვლავ საოცრად ბედნიერები და შეყვარებულები არიან და „ინსტაგრამ“ გამომწერებს იუბილეს აღსანიშნავად ვიდეოს უზიარებენ.
„ერთი წლის წინ და სამუდამოდ“, – ასე დაასათაურა ემოციური ვიდეო გვენმა, სადაც საქორწინო კაბა აცვია და მეუღლეს კოცნის.
ცნობისთვის სტეფანის „ვერა ვონგის“ თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც კოვბოის ჩექმები შეუხამა, სტეფანის ვუალზე შვილების ინიციალები ჰქონდა ამოქარგული, შელტონს კი თეთრი პერანგი და და შავი ჟილეტი ეცვა.
ფოტო: როდესაც არ იცი, რომ გიღებენ – გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის სასიყვარულო ორომტრიალი