ნაპაში მუსიკისა და საკვების ფესტივალი, BottleRock გაიმართა. ღონისძიებას ისეთი ვარსკვლავური წყვილი დაესწრო, როგორიც ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი არიან. შეყვარებულები ჯგუფ Pearl Jam-ის პერფორმანსის დროს ერთმანეთს ეხუტებოდნენ და თინეიჯერებივით იქცეოდნენ.
მოგვიანებით 49 წლის მსახიობმა საკუთარი კულინარიული ნიჭის წარმოჩენა გადაწყვიტა და სენდვიჩების გაკეთებას შეუდგა. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, რამდენიმე თვის წინ, მსახიობი ნიუ-იორკში, ფურგონში, წარწერით Danny & Coop’s Cheesesteaks გადაიღეს, ის მსურველებს თავად უკეთებდა ბურგერებს.
ფოტო/ვიდეო: ბრედლი კუპერი ირინა შეიკსა და შეყვარებულს, ჯიჯი ჰადიდს ერთდროულად უმასპინძლდება
პირველი საჯარო კოცნა და ბედნიერი სახეები – ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი პაემანზე
Gigi Hadid and Bradley Cooper at the BottleRock Napa Valley festival in Napa, California. pic.twitter.com/oiMkVW2wUr
— Gigi Hadid News (@GigiHadidInfos) May 25, 2024




