LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გადაწყვიტა, შეიძინოს ჩემი ბინა“ – რატომ გაცვალეს ია ფარულავამ და ციცინო შურღაიამ ბინები

638
ია ფარულავა/ციცინო შურღაია

ია ფარულავა ინსტაგრამსთორიში გამომწერებს მისი ცხოვრების შესახებ ხშირად უყვება. ამჯერად იამ მისი ცხოვრების შესახებ მორიგ სიახლეზე ისაუბრა.

„იცით თუ არა, რომ მე და ციცინო შურღაიამ ბინები გავცვალეთ. ციცინოს ყოველთვის უნდოდა ისეთი დიდი ბინა, როგორიც მე მაქვს, მე არასდროს მინდოდა პატარა ბინა, მაგრამ დამღალა და აღარ შემეძლო ბანკის ვალის გადახდა. ამიტომ ციცინომ გადაწყვიტა, შეიძინოს ჩემი ბინა“, – ამბობს ია ფარულავა.

ცნობისთვის, ია ფარულავა და ციცინო შურღაია წლებია მეგობრობენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კორპუსში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

ვიდეო: „ცოლად რომ გავყოლოდი გიორგის, ხომ ვიცხოვრებდი ამ სასახლეში?“ – ია ფარულავა ციცინო შურღაიას და გიორგი ფხაკაძის სახალისო ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g