ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას მეუღლემ, ლიზა ჩიჩუამ გადაცემაში „პრაიმშოუ” სიმღერა, სახელწოდებით „იავნანა ფეხმძიმეთათვის” შეასრულა.
სიმღერის კომპოზიტორი დათო არჩვაძე გახლავთ, ხოლო ტექსტის ავტორი დეკანოზი თავმას ჩოხელი.
„ლამაზი და საყვარელი ლიზა”…„ბედნიერი დედობა”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
როგორც დათო არჩვაძე გადაცემაში საუბრისას აცხადებს, ეს სიმღერა დიდი ხანია ელოდებოდა ორსულ მომღერალს.
მისივე თქმით, ამ სიმღერის ტექსტი უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
„ჩემს ყველაზე აღმატებულ სიმღერას ვანდობ ლიზას და დანარჩენი უკვე მსმენელს მივანდოთ. გაიზიარონ ის ემოცია, თუ როგორ უმღერის დედა მუცლადმყოფ შვილს”, – საუბრობს დათო არჩვაძე.
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ – რა დაარქვეს პატარას
ვიდეო: ატირებული მამა – ირაკლი მაქაცარია შვილის დაბადებას განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა