ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს. როგორც ნანუკა წერს ეს ის კადრებია, რაც გადაცემაში არ მოხვდა.
ვიდეოში ჩანს უსაყვარლესი ბებო, რომელიც ცდილობს ნანუკას საკვები გაატანოს.
„არაფერი არ ჩამილაგო“ – ამბობს ტელეწამყვანი, თუმცა უსაყვარლესი ბებო ნანუკასთვის სანოვაგის გამზადებას განაგრძობს.
„ის, რაც კადრში არ ხვდება“ – წერს ნანუკა და ვიდეოს გვიზიარებს.
@nanukashow ის რაც კადრში არ ხვდება:))
♬ original sound – Nanuka Zhorzholiani