კეტი პერიმ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა კადრები მისი ახალი, შოკისმომგვრელი მუსიკალური ვიდეოს გადაღებიდან, სადაც ის საკუთარ დუბლიორთან ერთად პოზირებს. 41 წლის მომღერალმა გულშემატკივრები კიდევ უფრო გააკვირვა, როდესაც სინგლ Band-Aids-ის რეკლამისთვის ახალი იმიჯით წარდგა.
ვიდეო ასახავს თვითდამანგრეველი შემთხვევების სერიას, ტოტის გადაჭრას, რომელზეც თავად ზის, ესკალატორიდან ვარდნას და ავტოგასამართ სადგურზე ელექტროშოკს.
„ვინც იფიქრა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი, ასე არ არის. მაგარია, არა?“, – დაწერა პერიმ.
მომღერალი და მისი დუბლიორი ერთმანეთის ზუსტი ასლები არიან, ორივე თეთრ მაისურში და ჯინსებში იყო გადაღებებზე. 4 ნოემბერს კეტიმ სოციალურ ქსელში ატვირთა მასალა, რომელშიც მისი სახე დაკაწრული და დალურჯებულია. ფოტოებზე ჩანს გახეთქილი ზედა ტუჩიც და ემოციურად ცივი გამოხედვა ანუ მკვეთრი კონტრასტი მისი 2024 წლის ალბომის, 143-ის, ფერად და მიმზიდველ გარეკანთან.
8 წამიან კლიპში, რომელსაც მომღერალი აზიარებს, მრავალი გულშემატკივარი ვარაუდობს, რომ ეს „დაშავებული იმიჯი“ სიმბოლურად ასახავს მომღერლის ემოციურ მდგომარეობას ორლანდო ბლუმთან დაშორების შემდეგ.
წყვილი 2025 წლის ივნისში, ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ოფიციალურად დაშორდა. ქეტისა და ბლუმს ჰყავთ ხუთი წლის ქალიშვილი, დეიზი დოუვი.