LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლევან კბილაშვილის ხსოვნას მუსიკოსმა გიორგი დათიაშვილმა ემოციური ანიმაციური კლიპი მიუძღვნა – „მჯერა, გაგიხარდებოდა ეს პროექტი, რადგან სიახლეებისკენ სულ გქონდა ლტოლვა, ვიცი, კიდევ ბევრჯერ წარდგები შენი მსმენელის წინაშე“

1649
ლევან კბილაშვილი

ახალგაზრდა მომღერალი, ლევან კბილაშვილი, რომელიც ორი წლის წინ, მოულოდნელად გარდაიცვალა, 12 ივნისს 33 წლის გახდებოდა.

ვიდეო: „გულიდან და გულით მღეროდა და … ასე გაფრინდა ცისკენ.. გამაოგნებელ მომხიბვლელობას სძენდა სიმღერებს“ – ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა

მის დაბადების დღეზე, მთელი დღის განმავლობაში ლევან კბილაშვილს ემოციურად იხსენებდნენ მეგობრები და კოლეგები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ უამრავ სტატუსს შორის, აღსანიშნავია ერთ-ერთი ემოციური მიძღვნა – ანიმაციური კლიპი, რომელიც ლევან კბილაშვილის ბავშვობის მეგობარმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა გიორგი დათიაშვილმა ანიმაციურ მხატვართან ერთად შექმნა.

„მჯერა, გაგიხარდებოდა ეს პროექტი, რადგან სიახლეებისკენ სულ გქონდა ლტოლვა. ვიცი, კიდევ ბევრჯერ წარდგები შენი მსმენელის წინაშე“, – წერს გიორგი დათიაშვილი და ანიმაციურ კლიპს აქვეყნებს.

Levan Kbilashvili მჯერა გაგიხარდებოდა ეს პროექტი რადგან სიახლეებისკენ სულ გქონდა ლტოლვა 💔 ვიცი კიდევ ბევრჯერ წარსდგები შენი მსმენელის წინაშე 💔 ხვალ შენი დღეა ❤️

Posted by Gio Datiashvili on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024

ანიმაციური კლიპი გადაღებულია ლევან კბილაშვილის სავიზიტო ბარათად ქცეულ სიმღერაზე – „პატარა გოგო დამეკარგა“. კლიპის მთავარი გმირიც ლევან კბილაშვილია, საქართველოს დროშით ხელში. მუსიკა ფსიქოდელიური ტექნოს ჟანრშია გადაწყვეტილი და მისი არანჟირების ავტორი გიორგი დათიაშვილია. ანიმაციის შემქმნელი კი მარკ ჟივიენ ზაქბერგია.

ანიმაციურ ვიდეოკლიპს სრულად იხილავთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g