LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლიგის თასს რომ ვეხუტებოდი ვფიქრობდი პატარა ბიჭზე, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად გამიარა ყველაფერმა, ის პერიოდი, რაც ფეხბურთთან და ცხოვრებასთან ერთად გავიარე, ამ დროს ყველაფერმა ერთად ჩამიარა..“ – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია

240
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავს.

როგორც ფეხბურთელი „პირველ არხს“ ეუბნება, ის შეგრძნება, რაც მას გამარჯვების შემდეგ ჰქონდა, მისი სიტყვებით გადმოცემა რთულია:

„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია, ოცნებები ხდება.

მოედანზე მაგისთვის გავდივარ, რომ გოლი გავიტანო, ძალიან დიდი შეგრძნება იყო, ყველა გოლთან განსხვავებული.

დადებითად ვაფასებ სეზონს, რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოვიგე, ძალიან ბედნიერი ვარ სიტყვების პოვნა რთულია, იმდენად დაღლილი ვარ ემოციებით. პირველ რიგში ყველას მადლობას გადავუხდი, რომ ჩემს გვერდით არიან. წინ კიდევ ერთად ბევრი ოცნებები გვაქვს და ეთად უნდა გავაკეთოთ ეს ოცნებები.

ღმერთს ვეუბნებოდი მადლობას, იმიტომ, რომ როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი, ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის.

ლიგის თასს რომ ვეხუტებოდი ვფიქრობდი, რომ პატარა ბიჭი რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა ერთად გამიარა ყველაფერმა, ის პერიოდი, რაც ფეხბურთთან და ცხოვრებასთან ერთად გავიარე, ყველაფერმა ერთად ჩამიარა“, – ამბობს ხვიჩა „პირველ არხთან“.

magti 5g