LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მადონა პუტინს ღიად უპირისპირდება და მას ჰიტლერს ადარებს – პოპის დედოფალი რუსეთ-უკრაინის ომს კლიპს უძღვნის

1641
page

ასობით მსოფლიო ვარსკვლავს პოპის დედოფალი, მადონაც შეუერთდა და რუსეთ-უკრაინის ომზე თავისი პოზიცია დააფიქსირა. ის ღიად უპირისპირდება ვლადიმერ პუტინს და მას ჰიტლერსაც კი ადარებს. 63 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც სპეციალურად რუსეთ-უკრაინის ომს მიუძღვნა. ვიდეოში მან ცხელი ზონიდან გავრცელებული უახლესი კადრები გამოიყენა.

„უაზრო, სიხარბეზე დაფუძნებული რუსეთის შეჭრა უკრაინაში უნდა იყოს შეჩერებული! უმორჩილესად გთხოვთ, გააგზავნეთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. პუტინმა ყველა მოლაპარაკება დაარღვია, მას არ აქვს უფლება უკრაინის არსებობა შეწყვიტოს. ჩვენ მხარს გიჭერთ პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის. ნუ ვიქნებით უმოქმედოდ, არის რაღაცეები რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – წერს მადონა ვრცელ მიმართვაში.

ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა, მოწონება და კომენტარი აქვს.

ფოტო: ტინა კუნაკი, The Weeknd, შერი, ხავიერ ბარდემი, შონ პენი და სხვები…ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად

„თქვენ ეს მახინჯი და უმსგავსო სანახაობა არ დაგიმსახურებიათ“ – მარკ რუფალო რუსეთ-უკრაინის ომზე

„ბევრი თქვენგანის მსგავსად მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ – ანჯელინა ჯოლი პოსტს ავრცელებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები