„მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, იგეგმებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციაო“, – აღნიშნული განცხადება სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი განმარტებით, ამ საქმეში ჩართული იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი.
4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო ჩვენთან მოსული. მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო. ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ეხლა მე ვრწმუნდები, ნამდვილად. ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა, ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია…” ამბობს მარტყოფლიშვილი.
მისი თქმით, მის ქმარს იარაღი ჩაუდეს და მის დასაკავებლად ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც გოგაშვილს დაზიანებები აქვს:
ღამბაშიძე ნაძირალა, პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე, წიხლი დაარტყა ბეჭზე, აქ დაზიანება, სუნთქვის დროს ძალიან უჭირს და მარჯვენა ლოყა გასიებული. დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოუდეს იარაღი. მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, სდომებია ამ მთავრობას- ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს…” ამბობს მარტყოფლიშვილი.
ამავე თემაზე:
დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი
ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ