TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე საფრანგეთის ქალაქ კანში იმყოფება, საიდანაც „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრებს უზიარებს.
პირველ დღეს თამო ვაშალომიძეს ქართველი დიზაინერის, Temo Chérie-ს ულამაზესი შავი, თვლებით გაფორმებული კაბა ჰქონდა მორგებული, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე, ამავე ფერის ულამაზესი ელეგანტური კაბით წარსდგა.
„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი დღეს და ამ კაბით ქალურობა, სიძლიერე გამომეხატა“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.