LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მომეხსნა შეშუპება და ზოგადად, ძალიან ეფექტური შედეგი მივიღე” – როგორ დაიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა

863
BeFunky-collage (7)

ჟურნალისტი ნანუკა ჯორჯოლიანი, რომელმაც ბოლო დროს წონაში შესამჩნევად დაიკლო და შესანიშნავ ფორმაშია, გამომწერებს თავის გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს. ამის შესახებ ნანუკამ სოციალურ ქსელში ლაივ ჩართვაში ისაუბრა.

“ორსულობის შემდეგ ძალიან მიჭირდა წონის პრობლემასთან გამკლავება. მუდმივად ვეძებდი და ვიცავდი მონო დიეტებს, სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი გამოსავალი მარტივი და ეფექტური იყო. ვიკლებდი 10 კილოსაც, მაგრამ შემდეგ ორჯერ მეტს ვიმატებდი. თუ თქვენთვის წონა მუდმივი პრობლემაა, მონო დიეტებს არასოდეს არ გირჩევთ!

თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კვების რაციონის შეცვლა არის ჩვენი სამუდამო გადაწყვეტილება, ისევ მოვიმატებთ წონაში.

მონო დიეტები სტრესის გამომწვევია. როდესაც სპეციალისტები გვირჩევენ შედგენილ დიეტებს, სადაც გრამობით საკვებს გითვლიან, ეს არასწორი მიდგომაა, არასწორი გზაა და არ გირჩევთ!

4-5 წლის წინ უცხოელმა ფსიქიატრმა მირჩია, რომ საკვებიდან ამომეღო გლუტენი. ფსიქიატრიაში ითვლება, რომ საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და გლუტენი ითვლება შფოთვის გამომწვევად, ამიტომ მირჩიეს საკვები რაციონიდან მისი ამოღება.

აი რა შედეგი მომცა გლუტენის ამოღებამ.. მომეხსნა შეშუპებები, შეიცვალა კანის სტრუქტურა, მომიწესრიგდა ძილი. გლუტენ არ შეიცავს ბრინჯი, წიწიბურა, ქინოა. დანარჩენში ყველაფერში გლუტენია. უგლუტენოდ ვიკვევები 5 წელია და ძალიან ეფექტური შედეგი მივიღე ბევრი მიმართულებით.

რაც შეეხება ზოგად კვებას, ეს მაინც ინდივიდუალურია. თქვენი ორგანიზმი თვითონ გეტყვით რა გააკეთოთ. სითხის ან პროდუქტის მიღების შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი გიკარნახებთ, რისი რა ფორმით მიღება არის თქვენთვის სასარგებლო. მაგალითად, თუ ოთახის ტემპერატურის წყალი თქვენზე არ მოქმედებს, დატესტეთ ცივი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი კარგი ძილია”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები