პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან, რომელთაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა სასესიო დარბაზის აივნიდან გადმოფინა ბანერი წარწერით – „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა.
მოქალაქე სკანდირებდა – „არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ ოცნებას“.
ოპოზიციამ მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა.
მოქალაქემ პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა
მოქალაქემ პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2023
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.