LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ჩემპიონის თვალით დანახული ბოლიდის მართვის პროცესი

31
f1

McLaren MP4/5 – ფორმულა-1-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სარბოლო მანქანაა. 1989 წელს წარმოდგენილმა ავტომობილმა მსოფლიო ჩემპიონატის ორ სეზონში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ პირველი ადგილიც დაიკავა. 2022 წელს კი საკულტო ბოლიდის შესაძლებლობების გამოცდის საშუალება Arrow McLaren SP-ის გუნდის პილოტს მიეცა და უნიკალური ვიდეოც სწორედ ამ დროს შეიქმნა.

მსვლელობა ჩრდილოეთ კალიფორნიაში WeatherTech Raceway Laguna Seca-ს ტრასაზე გაიმართა. ავტოდრომი ტექნიკურად საშუალო სიჩქარის და ნელი მოსახვევებისგან შედგება და ზოგიერთ მონაკვეთზე კი ქვიშითაა დაფარული. ტრასის მთავარი მომხიბვლელობა რელიეფი და სიმაღლეების ვარდნაა, რაც რბოლას საოცარ სანახაობად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები