კორძმა ნანი ბრეგვაძესთან ერთად მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაზე იმუშავა და მუშაობის პროცესის ამსახველი მცირე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული მომღერალი ამბობს, თუ რატომ სურს ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა:
„ახალგაზრდებისთვის მინდა ეს… მერე ის ახალგაზრდები დაბერდებიან და იტყვიან, ჩვენს დროს ეს და ეს გააკეთა ახალგაზრდა ბიჭმაო…“
როგორც მუსიკოსი კორძი წერს, „ნანისთან ერთად ვიმუშავე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ სიმღერაზე, რომელიც მან პირველად 1973 წელს ჩაწერა.
მთელი ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო..“