ნიკოლა პელტცმა მეუღლეს, ბრუკლინ ბექჰემს, დაბადების დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა კონფლიქტის ფონზე შვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს
31 წლის მსახიობმა და მოდელმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო და ფოტოები, სადაც ჩანს საზეიმოდ გაფორმებული ოთახი, ოქროსფერი ბუშტები, ყვავილები, საჩუქრები და ვარდისფერი დონატების ყუთი, რომელზეც წერია: „Happy Birthday, Brooklyn“.
„გილოცავ დაბადების დღეს, მიყვარხარ. იმედი მაქვს, შენი ყველა სურვილი აგიხდება“, – ამბობს ნიკოლა ვიდეოში.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო. იმედი მაქვს, ყველა შენი ოცნება და სურვილი ახდება. შენ ანათებ ნებისმიერ ოთახს, სადაც შედიხარ, და ვინც გიცნობს, ყველას უყვარხარ. ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარს, რომ შენი ცოლი ვარ. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, – დაწერა პელტცმა პოსტის აღწერაში.
როგორც ცნობილია, ბექჰემების ოჯახში ბოლო თვეებში ურთიერთობა დაძაბულია. ბრუკლინმა განაცხადა, რომ ოჯახთან კონფლიქტი მისი და ნიკოლა პელტცის ურთიერთობას უკავშირდება და მშობლებს ბრალი დასდო სხვადასხვა უთანხმოებაში.