მთავარი არხის ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მისმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა“.
ნატალი ჯახუტაშვილის განმარტებით, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადად მმართველი გუნდის წევრები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც მათ კითხვები არ მოსწონთ“.
„ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა როგორც ჩანს. მე უბრალოდ მინდოდა, მას შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ კგბ-ს აგენტის შვილი იყო ირაკლი კობახიძე და აქედან გამომდინარე მას არ უკვირდა კობახიძის კავშირები რუსეთთან.
ამ კითხვის შემდეგ პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარე ჩემი მისამართით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადად მმართველი გუნდის წევრები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც მათ არ მოსწონთ ჩვენი კითხვები“, – ამბობს ნატალი ჯახუტაშვილი.