აჩიკო ბერიძის მეორე ნახევარი, ტელეჟურნალისტი ანა შამილაძე გადაცემაში „რა გვსურს ქალებს“ საუბრობს თავისი ცხოვრების და მომღერალთან ურთიერთობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ წყვილი ბავშვობიდან იცნობს ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთობა გარკვეული პერიოდის წინ დაიწყეს და დაქორწინება გადაწყვიტეს.
ანა შამილაძე:
„ჩვენ ვართ ბავშვობის მეგობრები, კლასელები, პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მერე გავარკვიეთ, რომ თურმე ბაღშიც ერთად გვივლია, უბრალოდ კარგად არ გვახსოვს. ეს არ იყო მხოლოდ გოგოს და ბიჭის მეგობრობა, უფრო ღრმა იყო ჩვენი მეგობრობა და წლების განმავლობაში ეს ჯაჭვი თითქოს არ გაწყვეტილა. აჩიკოსნაირი ადამიანის გვერდით ყოლა არ ვიცი, რა არის… გარდა იმისა, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერალია, არის გენიალური ადამიანი და კიდევ უფრო ღრმაა მისი ადამიანობა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საოცარი მოტივატორია, სულ გაგრძნობინებს თავს საჭიროდ… არა მხოლოდ მისთვის, საზოგადოებისთვისაც. უბრალოდ, ბედნიერები ვართ, როცა შინაგანად ბედნიერი ხარ, ავტომატურად ლაგდება სხვადასხვა სფერო… ასე მგონია…“
