„დღის პოსტი“ გვაცნობს პირველ ქართველს, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა. ირაკლი არჩვაძე, ბავშვობის ოცნება აიხდინა და კიდურების ზრდის ოპერაცია გაიკეთა.
„მე ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად მაღალ გოგონებთან, ისინი რომ ზემოდან მიყურებდნენ, ეს აკნინებდა ჩემს დომინანტობას, ეს არ მომწონდა. მაღალ გოგონებს მოვწონდი და ამაზე პრობლემა არ მქონია. დაბალ გოგონებს უფრო ჰქონდათ გართულება, ვიდრე მაღლებს. ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ არაპროპორციული ვიყავი. ჩემი სიმაღლე იყო 170 სანტიმეტრი. მინდოდა 10 სანტიმეტრის მომატება. ძიების დროს აღმოვაჩინე, რომ თურქეთში აკეთებდნენ სიმაღლის ზრდის ოპერაციას. ოპერაციის შემდეგ 5-6 დღეში გადადიხარ რეაბილიტაციის ცენტრში. არიან ფიზიოთერაპევტები, რომლებიც მასაჟებით ეხმარებიან პაციენტებს ტკივილის შემსუბუქებაში. ოპერაციის ღირებულება იყო 38 000 ევრო. ყველა ოპერაციას ახლავს რისკი, არის ღია ჭრილობა, არ შეიძლება ბანაობა…“