LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რობი კვლავ ფორმაშია! – როგორ ემზადება 49 წლის არტისტი ბიოგრაფიული სერიალის პრემიერისთვის

137
page

8 ნოემბერს „ნეტფლიქსზე“ ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პრემიერა შედგება. 49 წლის არტისტს წინ დიდი სარეკლამო კამპანია ელოდება, რომლისთვისაც ის განსაკუთრებულად ემზადება.

გადაცემაში სტუმრობისთვის უილიამსმა ავტორუჯის გაკეთება გადაწყვიტა. მოგვიანებით მან სახალისო ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

„დეკადის პირველი ავტორუჯი“, – აცხადებს მომღერალი.

„თმა მცვივა, ტესტოსტერონმა ჩემი სხეული დატოვა, სეროტონინიც გაქრა, დოფამინს კი კარგა ხანია გამოვემშვიდობე“ – 49 წლის რობი უილიამსი აცხადებს, რომ მან „მენოპაუზა“ აქვს

აღსანიშნავია,  რომ სერიალში უილიამსის ნარკოდამოკიდებულებასთან და ფსიქიკურ აშლილობასთან ბრძოლა იქნება ასახული. ეს ყველაფერი არ არის. უილიამსის სოლო კარიერის დაწყებიდან მალე 25 წელი გავა. არტისტი იუბილეს გრანდიოზულად აღნიშვნას აპირებს და „მეტავერსს“ უერთდება. მედიის ცნობით, მომღერალი ვირტუალურ შოუ-კონცერტს გამართავს, რომლის ნახვასაც მთელი მსოფლიო შეძლებს.

რობი უილიამსი პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას გეგმავს – 49 წლის არტისტი გამოტყდა, თუ რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში

„ქორწინების შემდეგ სექსი აღარ არსებობს“ – რობი უილიამსი და მისი მეუღლე აღიარებენ, რომ მათ ინტიმური ცხოვრება არ აქვთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები