LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, მუცელშივე დავარქვი სახელი ჩემი პატრიარქის სიყვარულით, ილია…“ – ქეთი ჩხაიძის ემოციური მიმართვა

365
2026-03-23_00-06-55_072502

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.

„გვიყვარხარ პატრიარქო“ -სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.

პატრიარქის გარდაცვალებას ემოციური ვიდეომიმართვით ეხმაურება მომღერალი ქეთი ჩხაიძე.

„სიცოცხლეში რატომ არ აფასებდით პატრიარქსო, ვიღაცამ დაწერა და მომინდა რომ პატარა ვიდეო ჩამეწერა.

10 წლის წინ, როდესაც ორსულად ვიყავი და გავიგე ბიჭს ველოდებოდი, მუცელშივე დავარქვი სახელი ჩემი პატრიარქის სიყვარულით, ილია. დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი ილია დაიბადება და ეს ძალიან სასიხარულოა.

ჩემი ილია ხვალ გახდება ათი წლის. ძალიან სხვანაირი დაბადების დღეა, რადგან ეს დღეები თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ძალიან რთული აღმოჩდა. მეგონა ყოველთვის იქნებოდა, ძალიან მეტკინა გული.

სულ რამდენჯერმე მყავს პატრიარქი ნანახი, ჩემი სიყვარული უსაზღვროა. მისი დაკრძალვის დღეს ცრემლები არ ჩერდება. მგონია რომ ხვალ სხვა რეალობაში უნდა გავიღვიძოთ“, – საუბრობს ქეთი ჩხაიძე.

როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g