როგორ დავძლიოთ შიში და შფოთვითი აშლილობა? – ამ თემაზე ისაუბრა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ცნობილმა ექიმმა, გოგიტა გეგელაშვილმა.
ნევროლოგი ამბობს, რომ აუცილებელია დღე დაიგეგმოს დილიდან საღამომდე და არა დღეიდან სიბერემდე.
ექიმი გვირჩევს, მოვერიდოთ ურთიერთობას ტოქსიკურ ადამიანებთან:
ვიდეო: „არასწორია, როცა ადამიანს ვეუბნებით -,,თავი ხელში აიყვანე” – ექიმი-ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი
„არასწორია, როცა ადამიანს ვეუბნებით -,,თავი ხელში აიყვანე” – რას მოგვიწოდებს მედიკოსი
„უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, არ არის საჭირო ფატალური განცდები…
დაგეგმეთ დღე დილიდან საღამომდე, რადგან დაგეგმილი დღე უფრო მეტად შესრულებადია, მაგრამ თუ დაგეგმავთ დღეიდან სიბერემდე, იფიქრებ იმაზე, რომ პენსია მექნება თუ არა, ან ჩემი შვილები ჩამაბარებენ თუ არა მოხუცთა თავშესაფარში – ამ შემთხვევაში არ დაგიმთავრდებათ შფოთვა, იმიტომ, რომ განუსაზღვრელობაში მიდიხარ…
დაიწყე იმით, თუ რა გაქვს დღეს გასაკეთებელი.
საწოლში დიდხანს არ დარჩეთ.
დააორგანიზეთ ცალკე დილა, ცალკე კვება, ცალკე სამსახური და აუცილებლად გართობა.
ეს გართობა დაგეგმეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ვამპირები, აი რომ გეტყვიან „შენი ფერი არ მომწონს“.
დაგეგმე გართობა ოპტიმისტ, წარმატებულ და ისეთ ადამიანთან ერთად, რომელმაც გაიმარჯვა შფოთვით აშლილობაზე, ანუ მიდით გამარჯვებულ ადამიანთან, რომელიც გააუბრალოებს ამ თქვენს პრობლემას“, – ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.
✅ ,,უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით”✅ ,,უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით”
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 16 თებერვალი, 2025