ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ შვილი, გიორგი მდივანი მოულოდნელად გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გამომწერს პასუხობს და ანუგეშებს, რომელმაც მისწერა:
როგორ მესმის თქვენი თამუნა, მე ახლა გავდივარ მაგ ტკივილს და ვერ ვათვითცნობიერებ, სიზმარი მგონია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს ვაჟკაცებს.
„ეს განუზომელი ტკივილია. თავიდან არის შოკის პერიოდი, რომელიც გვეხმარება რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ. მე პირადად ჩემი რწმენა ძალიან მეხმარება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი უფალთანაა. რადგან ეს არის ჭეშმარიტება, ჩვენ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლება არ გვაქვს. მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება. მჯერა როდესაც შევხვდებით უდიდესი სიხარული იქნება. როდესაც მონატრება ძალიან შემომაწვება, მაშინ მივმართავ იესოს და ვთხოვ მიშველოს, გამაძლებინოს. მე და მის დებს თუ არ დაგვესიზმრა, ვინმე ჩემი მეგობარი მაინც დარეკავს და მეტყვის რომ გიორგი ნახა სიზმრად. საოცრებებია და ეს მე მამშვიდებს. სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით, ჩვენს შვილებს ეს არ მოეწონებოდა“, – საუბრობს თამუნა მდივანი.