გოგი დოლიძის 69 წლის იუბილეზე მისმა შვილმა ლევანმა „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან სიამოვნებს, როცა მის მამას ასე ხშირად იხსენებენ:
„ვინც ნახავდა გოგის ნამღერს, ავტომატურად უკავშირდებოდა მის პიროვნებას. გოგი როლში არ შედიოდა. მე სუბიექტურად ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა. მამას კი ვეძახდი, მაგრამ საქციელი და ურთიერთობა გვქონდა ძმაკაცური. მეგობარი იყო. ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეგიძლია გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მამას მაინც ვხვდებოდი…“